ანონსები
8 მაისს, პოლიტიური პარტია - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, ნიკა მელია, ზაზა ბიბილაშვილი და ნიკა რურუა საქართველოს უნივერსიტეტში გამართავენ სტუდენტურ განხილვას მიმდინარე კონსტიტუციური რეფორმის შესახებ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საწყის ეტაპზე უშუალოდ მონაწილოებდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში და შეუთავსებელი პოზიციების გამო დატოვა კომისია აპრილის შუა რიცხვებში. პარტიას აქვს ინიციატივა, რომ საკონსტიტუციო პროექტის შემუშავების პროცესში ჩაერთონ ახალგაზრდები, მოისმინონ მათი აზრი და გააცნონ მიმდინარე ცვლილებების ძირითადი საკითხები.
თარიღი: 08.05.2017
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, აუდიტორია #519, მის: კოსტავას 77ა.
დრო: 17:00 საათი